მაიკ ჯეიმსი ბრუკლინში ითამაშებს

20 აპრილი 2021

ამერიკელი ფლეიმეიქერი - მაიკ ჯეიმსი კარიერას ''ბრუკლინ ნეთსში'' გააგრძელებს.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Eurohoops.net-ი ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, ჯეიმსმა ''ცსკა'' უკვე დატოვა და ''ბრუკლინში'' მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ითამაშებს.
30 წლის ფლეიმეიქერი ევროლიგის მოქმედი საუკეთესო მექულეა. ის მოსკოვის ''ცსკა-ში'' 2019 წლიდან ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ მაიკ ჯეიმსისათვის ''ნეთსი'' NBA-ს მესამე გუნდია. ის 2017 წელს ''ფინიქს სანსის'' ღირსებას იცავდა, ხოლო 2018 წელს ''ნიუ ორლეანს პელიკანსში'' ასპარეზობდა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები