კუზმა - როცა ლებრონი და დეივისი დაბრუნდებიან, ყველას შეეშინდება

15 აპრილი 2021

''ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ფორვარდმა - კაილ კუზმამ, თანაგუნდელების - ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დეივისის შესახებ ისაუბრა.

''ჩვენს გუნდში რჩეული ჩემპიონები თამაშობენ. ბიჭები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის. ბოლო რამდენიმე მატჩში ჩვენ არცთუ ცუდად ვიასპარეზეთ. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ორი ლიდერი აკლია. როცა ლებრონი და დეივისი დაბრუნდებიან, ეს ძალიან საშიში იქნება. ჩვენ მათ არყოფნაში მაინც ვპოულობთ ძალებს და ვცდილობთ მატჩების მოგებას'' - განაცხადა კუზმამ.

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი - ''ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' ამ მომენტისათვის დასავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზე იმყოფება. ფრენკ ვოგელის გუნდს 34 მოგება და 21 მარცხი აქვს. 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები