ევროლიგის ფლეიოფის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

13 აპრილი 2021

ევროლიგის ყველა მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა ცნობილია. ევროპის უპრესტიჟულესი საკალათბურთო ლიგის ფლეიოფში იასპარეზებენ:

''ბარსელონა'', ''ცსკა'', ''ეფესი'', ''მილანი'', ''ბაიერნი'', ''რეალი'', ''ფენერბახჩე'' და ''ზენიტი''.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:  

''ბარსელონა'' (1) - ''ზენიტი'' (8)
''ცსკა'' (2) - ''ფენერბახჩე'' (7)
''ეფესი'' (3) - ''რეალი'' (6)
''მილანი'' (4) - ''ბაიერნი'' (5)

ევროლიგის ფლეიოფი სტარტს 20 აპრილს აიღებს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები