დღე, როდესაც დანი ოლმოს ლეო მესისთან ფოტოს გადაღება აიძულეს

07 აპრილი 2021

The players tribune-სთან ინტერვიუში ესპანეთის ამომავალი ვარსკვლავი, დანი ოლმო ლიონელ მესისთან დაკავშირებით უცნაურ ისტორიას იხსენებს. 

ოლმო "ბარსელონას" აკადემიას 2007 წელს შეუერთდა - 3 სეზონის შემდეგ, რაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ძირითად გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. 

დანი ლეოს პირველად 8 წლის ასაკში შეხვდა:

"სანამ "ლა მასიაში" გადავიდოდი, მამაჩემს კასტელდეფელსში ერთ-ერთ მატჩზე გავყევი. როგორც აღმოჩნდა, იქ მესი მეგობრის თამაშის სანახავად იყო მისული. 

მახსოვს, მამას მეგობარი როგორ მომიახლოვდა და მითხრა: "ჰეი, დანი, აქ მოდი - თვალებს ვერ დაუჯერებ, მესისთან ერთად ფოტო უნდა გადაგიღო".

ვუპასუხე: "არა, მადლობა... მინდა, რომ ვითამაშო, ეს უბრალოდ სურათია"... თუმცა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ლეოს გვერდით დამსვეს და გადამიღეს. 

დღეს ბედნიერი ვარ, რომ არგენტინელთან ჯდომა მაიძულეს, რადგან იმ ფოტოს სახლში, ჩარჩოში მოთავსებულს ვინახავ. მაშინ ვიფიქრე, რომ ბურთის გორაობაში ხელი შემიშალეს".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები