"გარე ზეწოლა" - რა გახდა ელ კლასიკოში მატეუ ლაოსის დანიშვნის მიზეზი

07 აპრილი 2021

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურის ეგიდით, თბილისის დროით 23:00 საათზე, კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" ესტუმრება.

Radio Marca-ს ინფორმაციით, მსაჯების ტექნიკური კომიტეტის (CTA) გადაწყვეტილებით, "ელ კლასიკოს" მთავარი არბიტრი მატეუ ლაოსი იქნება, რომელიც დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნსა" და პსჟ-ს შორის გასამართ შეხვედრაზე იმუშავებს.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად, "ბარსასა" და "რეალის" მატჩის მსაჯობის მთავარი კანდიდატი ბასკი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეა იყო, მეორე ვარიანტად კი ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განიხილებოდა.

როგორც ცნობილია, "გარე ზეწოლის" შედეგად, კომიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და საბოლოოდ, "ელ კლასიკო" მატეუ ლაოსს ანდო, რომელსაც VAR-ის ოთახიდან სესარ სოტო გრადო დაეხმარება.

ამჟამად, პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში, "ბლაუგრანა" მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "რეალს", ზინედინ ზიდანის გუნდი მესამე პოზიციას იკავებს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები