კევინ დე ბრუინემ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

07 აპრილი 2021

"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე ინგლისურ კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ხელშეკრულებაში 2 წელი კიდევ რჩებოდა, თუმცა, "ქალაქელებმა" გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს იმსახურებს.

"მანჩესტერ სიტიში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. გულშემატკივრები მიყვარს და, თანაც, ჩემი ოჯახი მანჩესტერს ძალიან შეეჩვია.

ეს გუნდი განვითარებისათვის ყველაფერს მაძლევს. ახლა კარიერის საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ, თუმცა ვგრძნობ, რომ წინ უკეთესი სიტუაცია მელოდება", - აცხადებს დე ბრუინე.

კევინი "ქალაქელებს" 2015 წელს შეუერთდა. პრემიერლიგაში ჩატარებულ 176 მატჩში, 29 წლის ფეხბურთელმა 77 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები