საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს

07 აპრილი 2021

16-18 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე 46 ქვეყნის 392 ძიუდოისტი იასპარეზებს. საფრანგეთის ნაკრები პირენეის ნახევარკუნძულს ძლიერი, 18 სპორტსმენით დაკომპლექტებული დელეგაციით ეწვევა:

-60 კგ. - ლუკა მხეიძე, ვალიდ ხიარი
-73 კგ. - გიუმ შეინი, ბენჟამინ აქსუ
-81 კგ. - ალფა უმარ ჯალო, ნიკოლა შილარი
-90 კგ. - ალექსი მატიე
-100 კგ. - სირილ მარე, ალექსანდრ იდირი

-48 კგ. - მელანი კლემანი
-52 კგ. - ამანდინ ბუშარი
-57 კგ. - სარა ლეონი სიზიკი
-70 კგ. - მარი ივ გაჰი, მარგო პინო
-78 კგ. - ფანი ესტელ პოსვიტი, ოდრი ჩუმეო
+78 კგ. - ანე ფატუმატა მ'ბაირო, ლეა ფონტენი

აღსანიშნავია, რომ ფრანგთაგან ტურნირს ტოპ ძიუდოისტები - ტედი რინერი, კლარის აგბენენუ, მადელინ მალონგა, რომან დიკო და შირინ ბუკლი დააკლდებიან.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები