პრევიუ - ბაიერნი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს

07 აპრილი 2021

დღეს, 7 აპრილს, 23:00-ზე დაიწყება უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გასული წლის გამარჯვებული - მიუნხენის ''ბაიერნი'' და ფინალისტი - ''პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან. შეხვედრის ხილვა Silk Universal-ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

მიუნხენის ''ბაიერნი'' გასული სეზონის მსგავსად, მიმდინარე წელსაც სოლიდურ სეზონს ატარებს. ჰანს-დიტერ ფლიკის შეგირდებს შვიდმატჩიანი მოგებთა სერია აქვთ. ამის გარდა, ''რეკორდმაისტერმა'' ზედიზედ 12 მატჩში მოახერხა 2 ან მეტი გოლის გატანა, რაც მათ ფავორიტის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს. მეოთხედფინალში გერმანელები რომის ''ლაციოს'' ორივე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ მოხვდნენ. ''ბაიერნმა'' ორი მატჩის ჯამში 6-2 იმარჯვა.  ჰანსი ფლიკის გუნდი გასული წლის შედეგის გამეორებას ეცდება.

''პარი სენ-ჟერმენი'' ბოლო შეხვედრებში არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დასრულა, 2 კი - დათმო. ფრანგებმა ბოლო 6 მეოთხედფინალური ჯახიდან 2-ში მოახერხეს ნახევარფინალურ სტადიაზე გასვლა. ''პსჟ'' მეოთხედფინალურ ეტაპზე ''ბარსელონას'' დამარცხებით მოხვდა. პოჩეტინოს შეგირდებმა მეტოქეს ორი შეხვედრის ჯამში 5-2 მოუგეს. 

მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება. ''ბაიერნს'' რობერტ ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა, სერჟ გნაბრი, მარკ როკა და კორენტინ ტოლისო ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება ''პსჟ-ს'', ფრანგები მარკო ვერატის, ალესანდრო ფლორენცის, ლეანდრო პარედესის, ლეივინ კურზავას, მაურო იკარდისა და ხუან ბერნატის გარეშე იასპარეზებენ.

ამ ორ გუნდს ევროსარბიელზე ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს 1994 წლიდან იღებს. ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 9 მატჩიდან 5 ფრანგებმა მოიგეს, 4 კი გერმანელებმა. 

Betlive.com-ი მატჩზე ასეთ კოეფიციენტებს გვთავაზობს: ''ბაიერნის'' გამარჯვება - 2.00; ფრე - 3.70; ''პსჟ-ის'' გამარჯვება - 3.60
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები