რას ნიშნავს Inmessionante - სიტყვა, რომელიც ესპანეთში ლიონელ მესის მიეძღვნა

06 აპრილი 2021

ესპანურის ლექსიკონი მეტყველებს, რომ კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი და კაპიტანი, ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

2013 წელს, "პორტუსთან" ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩენიდან 10 წლის შემდეგ, არგენტინელ ვარსკვლავს სიტყვა - Inmessionante - მიეძღვნა.

SPORTbible-ს ინფორმაციით, მას ორი მსგავსი მნიშვნელობა გააჩნია, რომლებიც "ლა პულგას" დიდებულებას იდეალურად აღწერს.

პირველი მნიშვნელობის მიხედვით, Inmessionante ფეხბურთის თამაშის საუკეთესო გზა და საკუთარი თავის გაუმჯობესების შეუზღუდავი შესაძლებლობებია, მეორე კი უბრალოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს აღწერს.

არასაფეხბურთო განმარტებით, აღნიშნული სიტყვა საკუთარ თავზე მაღლა ახტომასა და შესაძლებლობების უსაზღვროობაზე მიუთითებს.

ძნელად თუ შესაძლებელია იმ ფაქტზე კამათი, რომ ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ალბათ, კრიშტიანუ რონალდუს ფანების გარდა, ეს ყველასთვის ცხადია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები