ნიკოლა მიროტიჩი - ევროლიგის მარტის თვის MVP

06 აპრილი 2021

''ბარსელონას'' ფორვარდი - ნიკოლა მიროტიჩი, ევროლიგის მატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

მარტის თვეში ''ბარსელონამ'' ევროტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და თვე 5 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. მარტში მიროტიჩი საშუალოდ 20.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.0 შედეგიან გადაცემასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. ასევე მის ანგარიშზე იყო ლიგაში საუკეთესო შედეგიანობის მაჩვენებელი - 26.8 ვალიდობის მაჩვენებელი საშუალოდ მატჩში.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა მიროტიჩი ევროლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეხუთედ დასახელდა. ის ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკორდსმენია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები