ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა

06 აპრილი 2021

ტურინის ''იუვენტუსის'' ვინგერს, ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

''იუვენტუსი ოფიციალურად აცხადებს, რომ გუნდის შემტევს, ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსი აქვს. ის იზოლაციაში იმყოფება და კოვიდის სიმპტომები არ აქვს. გუნდის ხელმძღვანელობა სამედიცინო ჯგუფთან ყოველდღიურ კომუნკიაციას ამყარებს'' - ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების შემდეგ, ვირუსის შემთხვევები გაიზარდა. წყაროს ცნობით, ამ მომენტისათვის ბერნარდესკი ''იუვეს'' მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა. მერიჰ დემირალი და ლეონარდო ბონუჩიც ინფიცირებულები არიან.

აღსანიშნავია, რომ  კოვიდი იტალიის ნაკრების სხვა წევრებსაც აქვთ. ვირუსი მარკო ვერატის, ალესანდრო ფლორენცის, სალვატორე სირიგუს, ვიჩენცო გრიფოსა და ალესიო კრაგოსაც დაუდასტურდათ.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები