კარი - ბედნიერი ვარ, რომ ჩემბერლენის დროს სამქულიანები არ არსებობდა

05 აპრილი 2021

''გოლდენ სტეიტ უორიორსის''  ფლეიმეიქერმა, სტეფ კარიმ, ლეგენდარულ მოთამაშეზე - უილტ ჩემბერლენზე ისაუბრა.

''ბედნიერი ვარ, რომ ჩემბერლენის დროს სამქულიანები არ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში მე გამიჭირდებოდა მისი რეკორდის დამხობა. ეს იქნება მთავარი მიზეზი, რის გამოც მე მას გუნდში ჩაგდებული ქულების რაოდენობით გავუსწრებ. სხვა შემთხვევაში შანსი არ მექნებოდა. ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში ის სამქულიანის სროლას ისწავლიდა.'' - განაცხადა კარიმ.

ჩემბერლენმა ''გოლდენ სტეიტ უორიორსში'' გატარებულ ექვს სეზონში 17 783 ქულა მოაგროვა. რაც შეეხება სტეფ კარის, ის გუნდის რიგებში მე-12 სეზონს ატარებს და მის ანგარიშზე 17 654 ქულაა. სავარაუდოა, რომ სტეფი უილტის რეკორდს მიმდინარე სეზონშივე მოხსნის.
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები