მაიკ ჯეიმსი - აიზეა ტომასი დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია

03 აპრილი 2021

მოსკოვის ცსკა-ს ფლეიმეიქერმა, მაიკ ჯეიმსმა, მეგობარსა და კოლეგაზე, აიზეა ტომასზე ისაუბრა.

''ჩემი ძმა ისევ საქმეშია. აიზეა დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია. მიხარია, რომ ასე მოხდა.'' წერს ჯეიმსი საკუთარ ტვიტერზე.
 

აიზეა ტომასმა 10-დღიანი კონტრაქტი ''ნიუ ორლეანს პელიკანსთან'' გააფორმა. 32 წლის ტომასმა NBA-ში ბოლოს 2019-20 წლების სეზონში, ''ვაშინგტონ უიზარდსის'' რიგებში იასპარეზა, სადაც საშუალოდ 12.2 ქულასა და 3,7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ტომასი NBA All-Star-ის ორგზის მონაწილეა. ის 2011 წლის დრაფტის ბოლო, მე-60 არჩევანი გახლდათ. 

«

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები