მაიკ ჯეიმსი - ჩემი ნება რომ ყოფილიყო. ზენიტის წინააღმდეგ ვითამაშებდი

31 მარტი 2021

მოსკოვის ''ცსკა-ს'' უკანახაზელმა, მაიკ ჯეიმსმა. საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მიუხედავად დიმიტრის იტუდისთან კონფლიქტისა, მზადაა გუნდს დაეხმაროს.

ჯეიმსმა გულშემატკივრის კითხვას, თუ როდის დაუბრუნდება იგი პარკეტს, უპასუხა:

''ჩემი ნება რომ ყოფილიყო, დღეს ვითამაშებდი. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გინდათ.'' - წერს ჯეიმსი.

''ცსკა-მ'' ''ზენიტი'' 12 ქულის სხვაობით, 84-72 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. საუკეთესო 21 ქულით იოჰანეს ვოიტმანი იყო. დიმიტრის იტუდისის გუნდი ამ მომენტისთვის ევროლიგის მეორეადგილოსანია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები