მაიკ ჯეიმსი - ჩინეთში გადასვლას კარიერის დასრულება მირჩევნია

30 მარტი 2021

მოსკოვის ''ცსკა-ს'' ლიდერმა და ევროლიგის გამორჩეულმა მოთამაშემ, მაიკ ჯეიმსმა, საკუთარ ტვიტერზე ერთ-ერთ გულშემატკივარს უპასუხა.

მომხმარებელმა იკითხა: ''დრო ხომ არ არის, რომ ჩინეთში გადახვიდე?''

ჯეიმსის პასუხი კი ასეთი იყო: ''ჩინეთში გადასვლას კარიერის დასრულება მირჩევნია.

აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა თავკაცმა, დიმიტრის იტუდისმა, მაიკ ჯეიმსი გუნდიდან დროებით მოკვეთა. თუ როდის დაბრუნდება ამერიკელი კლუბის შემადგენლობაში, ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები