ოვეჩკინმა სელიანეს გაასწრო
“ვაშინგტონის” კაპიტანმა ალექსანდრ ოვეჩკინმა, “კაროლინასთან” შეხვედრაში (2:0) დუბლი შეუასრულა. ეს გოლები რუსი ჰოკეისტისთვის 685-ე და 686-ე იყო. შედეგად, ოვეჩკინმა NHL-ის ყველა დროის გოლეადორების სიაში ტეემუ სელიანეს (684) გაასწრო და მე-11 ადგილზე გადავიდა. მეათე პოზიციას ლეგენდარული მარიო ლემიო იკავებს, 690 გოლით.
ათეული კი ასე გამოიყურება:
- უეინ გრეტცკი - 894
- გორდი ჰოუ - 801
- იარომირ იაგრი - 766
- ბრეტ ჰალი - 741
- მარსელ დიონი - 731
- ფილ ესპოზიტო - 717
- მაიკ გარტნერი - 708
- მარკ მესიე - 694
- სტივ აიზერმანი - 692
- მარიო ლემიო - 690
ავტორი: ვახტანგ ბაციკაძე