სი ჯეი სტანდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

22 მარტი 2021

ირლანდიის ნაკრების ფლანკერმა, სი ჯეი სტანდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 30 წლის მორაგბემ ბოლო მატჩი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. როგორც ცნობილია, სტანდერმა კარიერის დასრულება ოჯახში არსებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.

საკლუბო კარიერა წარმოშობით სამხრეთაფრიკელმა მესამეხაზელმა კიდევ უფრო ადრე, წლის დასაწყისში დაასრულა და სამშობლოში დაბრუნება არჩია.

სტანდერმა ირლანდიის ნაკრების მაისურით 51 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 60 ქულაა. სი ჯეიმ საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი (2012-21 წლები) ''მანსტერში'' გაატარა. მას გუნდის მაისურით 150 მატჩი აქვს ჩატარებული.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები