საქართველომ რუსეთი დაამარცხა

20 მარტი 2021

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში რუსეთის ნაკრებს სოლიდური სხვაობით, 23:6 სძლია.

მატჩში პირველი ქულები სტუმრებმა, საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა აიღეს. თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ''ბორჯღალოსნები'' დააწინაურა. რამდენიმე წუთში თედომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ქართველები 6:0 დააწინაურა. პირველი ლელო შეხვედრის 29-ე წუთზე დაიდო. თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა. რუსებმა პირველი ქულები ტაიმის მიწურულს აიღეს. გაისინმა საჯარიმო დარტყმით მოახერხა 3 ქულის აღება. ამის შემდეგ თედო აბჟანდაძემ ლელოს დადება  მოახერხა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა: 16:3 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში რუსებმა სხვაობის 10 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე-60 წუთზე ნინიაშვილის გატანილი ლელო აბჟანდაძემ გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 23:6 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ამ მოგების შემდეგ ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველი პიზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. ''ბორჯღალოსნების'' ანგარიშზე სამი მატჩის შემდეგ 14 ქულაა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები