საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს სანდუ იაკობი გაწვრთნის

05 მარტი 2021

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გუნდის ახალი თავკაცი რუმინელი სპეციალისტი - სანდუ ფლორინ იაკობია.  43 წლის სპეციალისტმა მწვრთნელდ მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ის რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე  სანდუ იაკობს ხუთ რუმინულ კლუბში უმუშავია. მათ შორის ბუქარესტის ''სტიაუაში''
მოთამაშის რანგში, იაკობს რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში 154 მატჩი აქვს ჩატარებული.

ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობა დავიწყე. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეტი გავაკეთო საქართველოსთვის, რომელიც უკვე ძალიან მომწონს. მომწონს ის სათამაშო სტილი, რომელშიც ახალგაზრდა მოთამაშებს მეტი შანსი ეძლევათ" - განაცხადა იაკობმა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები