ტაშკენტის გრანდ სლემის პირველ დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

04 მარტი 2021

ხვალ, 5 მარტს, სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო ტურის მორიგი შეჯიბრება, ტაშკენტის გრანდ სლემი. ტურნირზე 71 ქვეყნის 497 ძიუდოისტი იასპარეზებს.  მათ შორის, 10 ქართველი ძიუდოისტი. შეჯიბრების პირველ დღეს, ტურნირზე საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვა. 

-60 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ყირგიზი სპორტსმენი - ოთარ ბესტაევი იქნება.

-52 კგ,-ში საქართველოს ნაკრებს ტატიანა ლევიცკა-შუკვანი წარადგენს. მას პირველ შეხვედრაში ურთულესი მეტოქე ჰყავს, ოლიმპიური თამაშების  მოქმედი ფინალისტი - ჯონგ ბოკიონგი.

ტაშკენტის გრანდ სლემი 5 მარტს, 10:30-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Ippon.tv-ზე იქნება შესაძლებელი.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები