საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩების კალენდარი

02 მარტი 2021

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების 2021 წელს სამ ამხანაგურ დაპირისპირებას გამართავს.

ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, რომელიც რუმინეთსა და საქართველოში უნდა ჩატარდეს, ქართველი 21-წლამდელები ინგლისელ, რუმინელ და ბელარუს მეტოქეებს დაუპირისპირდება.

29 მარტს რამაზ სვანაძის გუნდი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება.

რუმინეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მასპინძელი 7 სექტემბერს იქნება, ხოლო 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 2023 წლის ევროპის პირველობაზე მონაწილეობას მასპინძლის სტატუსით, დამოუკიდებლად მიიღებს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები