2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთები £42,270 ღირს

02 მარტი 2021

2022 წელს, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი შუა აღმოსავლეთში ჩატარდება. ტურნირი ზამთარში, კერძოდ 21 ნოემბერს აიღებს სტარტს და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს მუნდიალის ფინალისთვის მზადების დაწყება უკვე შეუძლიათ - FIFA-ს ოფიციალური პარტნიორი, MATCH Hospitality ძვირადღირებულ პაკეტებს - ფინალის ორ ბილეთს 42 270 ფუნტად ყიდის.

ამ ბილეთების მფლობელი "ლუსაილ აიკონიკზე" მატჩისთვის თვალის მიდევნებას საუკეთესო ადგილიდან შეძლებს. აგრეთვე, ფინალის მასპინძელ სტადიონზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება, შესაძლებელი იქნება ექვსჯერადი კვებისა და სასმლის (ბარში) მიღება.

ვებგვერდი ასევე გვთავაზობს "დაცულ პარკინგსა და განსაკუთრებულ სამახსოვრო საჩუქარს". FIFA თავის საიტზე ქომაგებს აფრთხილებს, რომ პაკეტები მხოლოდ MATCH-დან შეიძინონ და დასძენს:

"FIFA-მ MATCH Hospitality-ს 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივართა მიმართ განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. იგი ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც მუნდიალის ყველა შეხვედრაზე პაკეტების შეთავაზებისა და უზრუნველყოფის უფლება აქვს".

აგრეთვე, თუ გსურთ, ჯგუფური ეტაპის პაკეტი შეიძინოთ, 1.9 მილინი ფუნტი უკან დაგიბრუნდებათ და მინიმუმ 2 მატჩს იხილავთ.

როგორც წყარო იტყობინება, ბორის ჯონსონის ინიციატივით, ინგლისი, ირლანდიასთან ერთად, 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს.

რა თქმა უნდა, ბრიტანელებმა ეს 2018 წელსაც ცადეს, თუმცა რუსეთთან დამარცხდნენ, იმავე დღეს კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელიც გამოვლინდა - ყატარი.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები