ლა ლიგამ გუნდებს ხელფასების ლიმიტი შეუმცირა

02 მარტი 2021

Sport-ის ინფორმაციით, მომავალ ზაფხულში ლა ლიგის გუნდებს სახელფასო ლიმიტი დაუწესდებათ.

წყაროს ინფორმაციით, მენეჯმენტმა ხსენებულ საკითხზე საჯარო განცხადება დღეს გააკეთა და ხაზი კლუბების წლიურ შემოსავლებზე COVID-19-ის ზეგავლენას გაუსვა - გასულ სეზონში პანდემიამ გათამაშებას 1 000 მილიონამდე ზარალი მოუტანა.

კლუბების შემთხვევაში, კრიზისი გაცილებით დიდია. "ბარსა", "რეალი" და "ატლეტიკო" ფეხბურთელთა ხელფასების შემცირების აუცილებლობის წინაშე დგანან, ისევე, როგორც კიდევ 17 გუნდი. მოთამაშეების გარდა, შესამცირებელია მწვრთნელის, მათი ასისტენტებისა და ფიზიკური მომზადებების მწვრთნელის წლიური გადასახადები.

ლა ლიგის მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი მატჩის ბილეთებისა და მოთამაშეების გაყიდვიდან მიღებული პოტენციური თანხაა.

"ბლაუგრანას" შემთხვევაში, ხელფასი წინა სეზონთან შედარებით, 35 მილიონით ევროთი შემცირდა და 347 მილიონი გახდა.

კლუბი, რომელსაც თანხის შემცირება ყველაზე დიდი დოზით მოუწევს, მადრიდის "რეალია", რომელსაც, ამავდროულად, ყველაზე დიდი სახელფასო ლიმიტი აქვს. ამ სეზონში ზიდანის გუნდმა ხელფასები 48 მილიონით შეამცირა.

რაც შეეხება "ატლეტიკოს", მადრიდელებმა იგი 34 მილიონით შეამცირეს.

აღნიშნული შემცირებები მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სარფიან გარიგებებს გაართულებს.

ლა ლიგის სახელფასო ლიმიტი:

რეალი 420 მილიონი

ბარსელონა 347 მილიონი

ატლეტიკო 218 მილიონი

სევილია 180 მილიონი

ვილიარეალი 140 მილიონი

ატლეტიკი 110 მილიონი

ვალენსია 93 მილიონი

ბეტისი 62 მილიონი

სელტა 60 მილიონი

გრანადა 54 მილიონი

ხეტაფე 52 მილიონი

ვალიადოლიდი 47 მილიონი

ოსასუნა 45 მილიონი

ეიბარი 41 მილიონი

კადისი 40 მილიონი

ალავესი 39 მილიონი

უესკა 36 მილიონი

ელჩე 32 მილიონი

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები