ირაკლი აბუსერიძე განცხადებას ავრცელებს

02 მარტი 2021

რამდენიმე საათის წინ, ირაკლი აბუსერიძემ სოფიალურ ქსელ ''ფეისბუქზე'' გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გულშემატკივრებს მიმართავს. უცვლელად გთავაზობთ მის განაცხადებას:

გვინდა, რომ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამინდში, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით ხართ ტრიბუნებიდან და მე-16 მოთამაშეს წარმოადგენთ, შეცდომაში არ იყოთ შეყვანილი ვინმეს მხრიდან, რასაც ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი! სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის გამოყენება გვიწევს, ძალიან არ გვინდა, მაგრამ უნდა ვთქვათ – „ჩვენი ოპონენტების „ მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომელშიც პირდაპირი ბრალდებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ ქართული რაგბის თემში უმცირესი ნაწილი და ჩვენ ვცდილობდეთ ქართულ რაგბში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა ვთქვათ, რომ სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა და ის ჩვენს მხარეს ძევს! ამ განცხადებით, „ჩვენს ოპონენტებს“ სურდათ გულშემატკივრებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ჩვენზე მეტნი არიან და თითქოს, ჩვენ ქართული რაგბის საზიანოდ ვმოქმედებთ! ჩვენი გულშემატკივარი ბრძენია და კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ ვინ არის მართალი და ვის მხარეს დგას სარაგბო სამყაროს უდიდესი ნაწილი! ერთადერთი, რასაც ჩვენ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეების ძალიან დიდი ნაწილი ვითხოვთ არის ის, რომ სარაგბო საქმეებში არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და სარაგბო სამყაროს თავისუფალ გარემოში შეეძლოს არჩევანი გაკეთება, რაც სამწუხაროდ არ ხდება!

ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ჩვენდამი ბრალდება, თითქოს კლუბებზე ზეწოლის ფაქტებს ვიგონებდეთ, თუმცა 24 თებერვლის ჩაშლილი დე ფაქტო ყრილობის დაწყებამდევე, სარაგბო კლუბ “წიქარას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ დაადასტურა, რომ მათი კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძეზე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში წევს, მოხდა ზეწოლა, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ მინდობილობა ნიკოლოზ წიქარიძის ნაცვლად, ვინმე ნოდარ ლიპარტელიანზე გაეცა, რომელიც “წიქარასთან” არანაირ კავშირში არაა. ამ გზით აღმოჩნდა იოსებ ტყემალაძის ხმის მიმცემ კლუბთა შორის “წიქარა”, კლუბის ნებისგან აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ. ეს ინფორმაცია თავად “წიქარას” პრეზიდენტმაც დაადასტურა, ბატონმა ნიკოლოზმა კი დღეს ამის შესახებ ღია წერილიც გამოაქვეყნა. მივმართავთ ჩვენს ოპონენტებს: როდესაც სარაგბო ოჯახს და სარაგბო ღირებულებებს ახსენებთ, არ გრცხვენიათ მას შემდეგ, რაც ბატონი თენგიზ გოცირიძის და მთლიანად “წიქარას” მიმართ გააკეთეთ? რომელ რაგბის ღირებულებად მიიჩნევა საავადმყოფოში მყოფ ადამიანზე ზეწოლა და რაღაცაზე იძულება? ამ კლუბში ბავშვები იზრდებიან, დამწყები მორაგბეები და გინდათ, რომ ასეთი უღირსი საქციელები დაინახონ მათ? ეს საქციელი მხოლოდ რაგბისთვის არაა სირცხვილი, მთლიანად ქვეყნისთვისაა სირცხვილი და სამწუხაროა, როდესაც ასეთ რაღაცაზე ვიგებთ. სწორედ ეს არის ქართული რაგბის მიმართ ბინძური კამპანია!

ჩვენი გუნდის და მხარდამჭერების მიმართ ითქვა, რომ ჩვენ ვართ “უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი”. ჩვენს გუნდში არიან საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მორაგბეების უმრავლესობა, ლეგენდარული კაპიტნები, რომლებმაც ქართველ ერს რაგბი შეაყვარეს და არაერთ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვეს საქართველოს ღირსება, გააცნეს მსოფლიოს ქართული რაგბი, ჰქონდათ წარმატებული საკლუბო კარიერა მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში და უმეტესი მათგანი, დღეს წარმატებული მწვრთნელები და მენეჯრები არიან. აქ ჩვენს გულშემატკივარს გვინდა ვკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ, რომლებმაც მთელი ცხოვრება რაგბს მივუძღვენით და საქართველოს ნაკრებში, ქართული რაგბის სამსახურში არაერთი წელი გავატარეთ, ჩვენ ვართ “უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი” თუ მშენებელი, რომელსაც არაფერი ესაქმება ქართული რაგბის წარმატებებთან, რაგბის სათავეში ყოფნისთვის არანაირი საჭირო უნარი არ გააჩნია და როგორც სარაგბო თემის უდიდესი ნაწილისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის სულ მცირე ხნის წინ აბსოლუტურად უცნობი ადამიანი იყო? ასეთი ადამიანის რაგბის კავშირის სათავეში მოყვანისთვის იბრძვის მცირე ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავი სარაგბო თემის უდიდეს ნაწილად წარმოაჩინოს, თუმცა ამას არ დავუშვებთ და გვსურს, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რომელ მხარეს არის უმრავლესობა და რაც მთავარია – სიმართლე!

მათი ეს გარჯა ქართული რაგბის განვითარებას ნამდვილად არ ემსახურება. ემსახურება იმას, რომ ჯგუფი, რომელიც რაგბის კავშირის სათავეშია 2008 წლიდან, კვლავ იყოს მართვაში და შეინარჩუნონ ძველი პრივილეგიები!

რას ვითხოვთ ჩვენ? როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთადერთ რაღაცას – არ მოხდეს გარე ჩარევები და მოგვეცეს საშუალება, მშვიდ ვითარებაში გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი! ეს არჩევანი კი უკვე გაკეთებულია, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე ავირჩიეთ, იმ არჩევნებში, რომელიც თავად ძველმა გამგეობამ ჩანიშნა, იმ გამგეობამ, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს, რომელშიც არაერთი ლეგენდარული მორაგბეა, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ და მათ წინააღმდეგ იმოქმედონ. მათ ჰგონიათ, რომ ქართული რაგბი მხოლოდ მათ ეკუთვნით, თუმცა ქართული რაგბი არაა ვიწრო ჯგუფის საკუთრება და ის ყველა მორაგბეს და ქართული რაგბის გულშემატკივარს ეკუთვნის!

ოპონენტებს ერთადერთ რამეში ვეთანხმებით – აუცილებელია, რომ მოხდეს ორივე მხარის გაერთიანება, ეს ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით და ეს საქმითაც დავამტკიცეთ! იმ კლუბებს, რომლებიც ჩვენ არ გვიჭერდნენ მხარს, 30 დეკემბერს, როდესაც ახალი გამგეობის არჩევა მოხდა, გამგეობაში ადგილები გამოვუყავით და გვსურდა, რომ მათთან ერთად გვეზრუნა ქართული რაგბის განვითარებაზე, ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვყოფილიყავით გაერთიანებულები, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს გზა არ აირჩიეს და დღემდე ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი ჯგუფის მცირე ნაწილი ქართული რაგბის თემის უმრავლესობად წარმოაჩინონ, საკუთარი ტყუილები ჩვენ გადაგვაბრალონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ბატონ იოსებ ტყემალაძეს რაგბის სათავეში არაფერი არ ესაქმება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს, რაშიც წარმატებებსაც ვუსურვებთ, მაგრამ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავს არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე და ვინც 30 დეკემბერს დაფიქსირებული შედეგების წინააღმდეგ იბრძვის, მას ქართული რაგბის წინსვლის ნაცვლად, ხელის შეშლა სურს და პირადი მიზნები ამოძრავებს!

ჩვენს გვერდით ქართული რაგბის თემის უდიდესი ნაწილია. წარმოგიდგენთ ვეტერან მორაგბეთა არასრულ სიას :

1 ირაკლი კიზირია

2 ავთანდილ ღიბრაძე

3 თემურ ბენდიაშვილი (ბენდო)

4 თენგიზ რუხაძე

5 გოგი ყუფარაძე

6 იუზა ნაცვლიშვილი

7 გია კარკაძე

8 ნუგზარ მალაღურაძე (მალაღურა)

9 პაატა კოღუაშვილი

10 დავით ცხვარაძე

11 მურიკო თოფურიძე

12 მამუკა ჯანაშია

13 ლევან მგელაძე

14 შოთა ხარშილაძე

15 თემურ გორგოძე

16 თამაზ სახლთხუციშვილი

17 ნოდარ კაჭარავა

18 რამაზ სანებლიძე

19 დემურ ცხვედიანი (ბაბაჯანა)

20 მალხაზ დათუნაშვილი (ჩაქუჩა)

21 ლევან ცაბაძე (ლეონსიო)

22 ზურაბ ნატყოშვილი

23 სანდრო ჩუბინიძე

24 ანზორ ხვადაგიანი

25 ლევან ხუხუნაიშვილი

26 ამირან კორსანტია

27 გოგა სიდამონიძე

28 ბექარ სირბილაძე

29 ზვიად ჯავახიშვილი

30 გიორგი ხიდაშელი

31 გიორგი გიაშვილი

32 დიმიტრი მესხიშვილი

33 ნიკოლოზ თვაური

34 გელა სირბილაძე

35 ჯაბა კეკელიძე

36 დავით ცხადაძე

37 დავით ლაბაძე

38 გიორგი ღამბაშიძე

39 ლევან შაორშაძე

40 დავით თვალთვაძე

41 ლევან თაფლაძე

42 ბექა მეკოკიშვილი

43 კახაბერ ელიზბარაშვილი

44 გია ღლონტი

45 დიმიტრი ობოლაძე

46 პაატა ნარიმანაშვილი

47 გიორგი კვანჭილაშვილი

48 პაატა ღონღაძე

49 ოთარ ჯინჭარაძე

50 გიორგი გელაშვილი

51 კახა მკერვალიშვილი

52 გოჩა წიკლაური

53 სოსო ნადირაძე

54 ზაზა ჯინჭარაძე

55 გიორგი გოგოლაძე

56 რევაზ გიგაური

57 ლევან დათუნაშვილი (ჩაქუჩა)

58 ლუკა ხაჩირიშვილი

59 ნიკოლოზ მაღალდაძე (ოსი)

60 ირაკლი ღვინჯილია (ღვინჯო)

61 დავით ჩიტიძე (ჩიტო)

62 თემურ ჩიტიძე (ჩიტო)

63 გიგა ნიშნიანიძე

64 გოგა ასათიანი (მეხანიკა)

65 გიორგი კობერიძე (კობერა)

66 ზვიად მაისურაძე (ცხოველა)

67 ილია ჩხეტია

68 ილია ზედგინიძე

69 ლევან ჯაველიძე (ჯაველა)

70 ბიჭი ობოლაძე

71 ირაკლი ხუციშვილი (ქისტი)

72 გოჩა კვაჭანტირაძე

73 თემურ ჩიხლაძე

74 სოსო მაისურაძე

75 ლევან ხორბალაძე

76 გია მუხაშავრია

77 დათო გოცაძე

78 დათა გიგინეიშვილი

79 გია მიქიაშვილი

80 ალექსანდრე მახარაშვილი

81 გოჩა სვანიძე (ბოქლომა)

82 დათო ჩავლეიშვილი (პაშა)

83 ჯემალ გეგეჩკორი

84 კახა სვანიძე

85 გეგა კეკელიძე

86 რობერტ მუტაფიანი

87 გია დვალიშვილი

88 ზურა რევაზიშვილი

89 ანდრო ლეჟავა

90 ბესო ბერიძე

91 გიორგი ბუგიანიშვილი (ბუგი)

92 გიორგი ჟღენტი

93 ნიკა ჩიტალაძე

94 სიმონ მაისურაძე

95 ლევან ობოლაძე

96 გიორგი ქოპილაშვილი (კიჭა)

97 მიხეილ კობახიძე

98 გიორგი აბუსერიძე

99 დავით ცხვედიანი

100 გიორგი ზაბახიძე (ჯილა)

101 მამუკა ნამიჩეიშვილი (კუბო)

102 აკაკი ქოპილაშვილი

103 კახაბერ კობახიძე

104 ბექა გელაძე

105 აკაკი დუდაური

106 გიორგი გეგიძე

107 ვასო ბანდელიძე

108 ირაკლი მურვანიძე (ყვავი)

109 ვახტან ბიძიშვილი

110 გიორგი საძაგლიშვილი

111 საშკა ენუქიძე

112 ბოროს იურინი

113 ვახო მჭედლიძე

114 როლანდ ბატოიანი

115 ბესო წასიძე

116 დათო ნატროშვილი

117 გიორგი ჩაჩუა

118 ნიკა ლომაური

119 გიორგი ნებულიშვილი

120 ანდრო ზედგენიძე

121 ზაზა კეცხოველი

122 დათო კაკაბაძე (შორო)

123 ლევან ბერიშვილი

124 ზურა ბერიშვილი

125 ზაზა ხუციშვილი (ნიკორა)

126 ლაშა კაკაბაძე

127 ლევან სირაძე

128 რუბენ თავზაძე

129 გიორგი ზირაქაშვილი

130 დავით მღებრიშვილი

131 მამუკა მინდორაშვილი

132 თემურ ლობჟანიძე

133 დავით ჩივაძე

134 დათო ჩიტაძე

135 დათო ბალახაშვილი

136 ჯაბა კიზირია

137 გუჯა აბაშიძე

138 თემურ ქერდიკაშვილი

139 შალბა გოგიშვილი

140 ლევან კბილცეცხლაშვილი

141 რამაზ ლობჯანიძე

142 გიორგი შაორშაძე

143 კახა უჩავა

144 პალიკო ჯიმშელაძე

145 შოთა მაჭარაშვილი

146 მერაბ გაგნიძე

147 ჭიჭიკო კობახიძე

148 ბაჩო ჩიკვაიძე

149 ბესო სამსონიძე

150 ლევან გელაშვილი

151 პაატა რატიანი

152 ბესო საცერაძე

153 მიშა წიკლაური

154 კაცა ცინაძე

155 ზურა სამხარაძე

156 ლაშა შუბითიძე

157 ნიკა თედელური

158 გურამ თედელური

159 ვანო კერესელიძე

160 მამუკა ცხადაძე

161 ზაზა ყანჩაველი

162 გოჩა ბალახაშვილი

163 ნიკა ნატროშვილი

164 გია ენუქიძე (სენატორა)

165 ზურაბ კორკოტაძე (ტყუპი)

166 დავით კორკოტაძე (ტყუპი)

167 ირაკლი ქორიძე (ქვემეხა)

168 ლევან ნიკოლაიშვილი

169 დევი დათუნაშვილი (ჩაქუჩა)

170 ილია გოგეშვილი (დონგეშა)

171 გივი ბერიშვილი

172 შოთა ცხოვრებაშვილი (შოტკინა)

173 ირაკლი მასხარაშვილი

174 ირაკლი ფერაძე (რიჟა)

175 გურამ კავთიძე

176 რეზი ჯინჯიხაძე (კანადა)

177 ლაშა აზალაძე

178 ზურა გოგიჩაიშვილი

179 დავით გურგენაძე (გურგენა)

180 ირაკლი სვანიძე

181 ვეფხია ტუჩაშვილი

182 მორის ტუჩაშვილი

183 რატი ნუცუბიძე (ნუცუბა)

184 გიორგი კალმახელიძე (ჯორდანა)

185 გიორგი წეველიძე

186 რატი ჯოხია

187 ლევან ზაქარეიშვილი

188 დავით გასვიანი

189 გიორგი ბარბაქაძე

190 გიორგი ბუბუნაური

191 ბექა ჯავახიშვილი

192 თემურ ბებია

193 ლევან შვანგირაძე (ბუკუჩია)

194 გიორგი ოზგებაშვილი

195 ლაშა ცომაია

196 გიგი ჯოხია

197 დავით ბოლღაშვილი (ბოლღა)

198 აქვსენტი გიორგაძე (გლობუსა)

199 ირაკლი გიორგაძე (გლობუსა)

200 გოდერძი შველიძე

201 გუჯა იოვაძე

202 ზურა მაჩიტიძე

203 დიმა ბასილაია

204 ვიტო კოლელიშვილი

205 თედო ზიბზიბაძე

206 მახო ურჯუკაშვილი

207 მევლუდ მთიულიშვილი (მთიულა)

208 ვანო ნადირაძე

209 ოთარ ელოშვილი

210 ზურა მჭედლიშვილი (პანკრო)

211 სერგო გუჯარაიძე

212 შალვა სუთიაშვილი

213 დავით ხინჩიგაშვილი

214 გიორგი ჯიმშელაზე

215 არდი ტოგონიძე

216 გიორგი ელიზბარაშვილი

217 მალხაზ თოფურია

218 ტარიელ რატიანი

219 დავით სორდია

220 სანდრო ჭელიძე

221 ლაშა თავართქილაძე

222 ირაკლი გუნდიშვილი

223 გოგი კერესელიძე

224 ბესო უდესიანი

225 ფრიდონ უდესიანი

226 შოთა ცხომელიძე (შურმანა)

227 ირაკლი კილაურიძე

228 გიორგი მაისურაძე

229 ალეკო ღიბრაძე

230 ნიკოლოზ სხირტლაძე

231 დავით ჯაოშვილი

232 მამუკა ჯაოშვილი

233 არჩილ კოკოშაშვილო

234 კახა ჯმუხაძე (დეშებე)

235 ვახტანგ ჯმუხაძე

236 გიორგი შენგელაია (შენგელა)

237 გია არაყიშვილი

238 ირაკლი იაშვილი (იაშკა)

239 გოგა იაშვილი

240 ვახტანგ შენგელია (ბუხუსა)

241 თემურ ახობაძე (პლუტო)

242 შოთა მარგალიტაძე

243 მიხეილ კოდუა

244 ირაკლი სულთანიშვილი

245 ბადრი ბოხუა

246 დავით ზირაქიშვილი (ზირაქა)

247 ირაკლი მაჩხანელი

248 ალექსანდრე აბდუშელიშვილი

249 ზვიადი ლემონჯავა

250 ნიკოლოზ ძაგანია

251 გიორგი ლუაშვილი

252 ავთო ამყოლაძე

253 გიორგი ჯოხია

254 ირაკლი კეკელიძე

255 გოჩა ნადირაძე

256 მინდია ღლონტი

257 ლაშა ბაირამაშვილი

258 ბუბა სამხარაძე

259 მიხეილ მატუა

260 დავით გოგიჩაიშვილი

261 გაბო წულაძე

262 ნიკოლოზ აბაშიძე

263 გია კურატაშვილი (კურკა)

264 გიორგი ფირუზიშვილი (ფირუზა)

265 მიშა წეველიძე (წეველა)

266 რეზო ჯაფარაშვილი

267 ვახო ცქიტიშვილი (ცქიტო)

268 სანდრო ესაკია

269 კახა კოდუა

270 ზვიად კიკუაშვილი

271 ბესიკ ტეფნაძე

272 კახა მხეიძე

273 მალხაზ წულაია

274 შოთა ლაზაშვილი

275 ზურაბ დუგლაძე (დუგლასა)

276 გოგა ხელაძე

277 სანდო ჭელიძე

278 გიგა გიგაშვილი

279 მალხაზ მაცაბერიძე

280 გიგი წიკლაური

281 ბადრი ხეხელაშვილი

282 ლევანი პეტრიაშვილი

283 გურამ მირიანაშვილი

284 ნიკო ჭავჭავაძე (კუპატა)

285 ბაკურ ფირიაშვილი

286 ირაკლი გიორხელიძე

287 ალექსანდრე გუშარაშვილი (გუშარა)

288 გელა(დურუ) ხურცილავა

289 სოსო სულთანიშვილი

290 იოსებ პარწიკანაშვილი (პარტიკანა)

291 ვახტანგ ჩხეტია

292 რატი ურუშაძე

293 დავით ქემხაძე

294 გოჩა ბარძიმიშვილი

295 გიორგი ახვლედიანი

296 გიორგი გულუხია

297 სანდრო საკანდელიძე (სვერლო)

298 ვიქტორ დიდებულიძე

299 სპირიდონ ლიპარტელიანი (ტოლიკა)

300 კახა კაპანაძე

301 ნიკა მეფარიძე

302 მამუკა გიორგაძე

303 პაატა ძოწენიძე

304 გია ლომინაძე

305 ლევან გაბელაია

306 მამუკა ადამაძე

307 კოტე აბულაძე

308 დავით ცხადაია (ქნაცო)

309 დავით ბერაძე

310 თორნიკე რობაქიძე

311 ალეკო სალუქვაძე

312 ლაშა ლაბაძე

313 მიხეილ ლეკბორაშვილი

314 ბორის აბაშიძე

315 გიორგი მისრიაშვილი

316 ზვიად ესართია

317 ზურა ცუცქირიძე

318 ოთარ ნონიკაშვილი

319 ლევან მაისურაძე

320 ედიშერ ქადაგიშვილი

321 ალეკო ბრაგვაძე

322 ზაზა ჯეირანაშვილი

323 გელა ხვიჩია

324 თემურ ქომეთიანი

325 როინი მგალობლიშვილი

326 მერაბ ჩახუნაშვილი

327 დიტო წიკლაური

328 დიმიტრი ჩიტაია

329 ირაკლი მინაშვილი

330 დავით ბაქანიძე

331 გიორგი ცირეკიძე

332 თამაზ ზაქარიაძე

333 ვილი კაიფაჯიანი

334 კობა ბროძელი

335 პაატა ჩიკობაიძე

336 დავით ტოგონიძე

337 გელა ძამიაშვილი

338 დავით აბრამიშვილი

339 დავით ჩუბინიძე

340 ვარლამ თიგიშვილი

341 ვაჟა ჩხაიძე

342 ზურაბ ბაქანიძე

343 ალექსანდრე წულუკიძე

344 მიშა მოდებაძე

345 მამუკა ნამგალაძე

346 გია გობეჯიშვილი

347 ალექსანდრე კვარაცხელია (სოჩიკა)

348 ანზორი გველესიანი

349 ნოდარ ნადარეიშვილი

350 კახა კობრეიშვილი

351 თემურ დონაძე

352 ბექა აფციაური

353 ლაშა სიხარულიძე

354 აპიკ თათუროსიანი

355 ლაშა ლიქოკელი

356 თემურ ლიქოკელი

357 ბაჩო გაფრინდაშვილი

358 გიორგი ექიზაშვილი

359 გიორგი ჭელიძე

360 გიორგი კაკაბაძე (კიჭა)

361 გიორგი სოსელია

362 ოთარ მინაშვილი

363 რატი გეგეშიძე

364 ზურაბ პინაიშვილი (პინა)

365 გოჩა გობეჯიშვილი

366 გოგიტა იაკობიძე

367 გია ამირხანაშვილი (ამირხანა)

368 ირაკლი ჩხიკვაძე (ქარიშხალა)

369 კახა მაჩიტიძე (ჩიჩმია)

370 გიორგი ჩუბინიძე (კიჭი)

371 ემზარ ძაგნიძე

372 გიორგი მჟავანაძე

373 ნიკოლოზ წიქარიძე

374 არჩილ ქავთარაშვილი (სტეჩკინა)

375 მიხეილ ჩაჩუა

376 დათო საკანდელიძე

377 კახა გიუნაშვილი

378 კახა ბოკელავაძე

379 ლევან ლავერაშვილი

380 ზაალ ლეჟავა

381 ზურა კიკაჩეიშვილი

382 გიორგი მაღლაკელიძე

383 დურუ ხუჭუა

384 გურამ კიკაბიძე

385 ილია ანთაძე

386 რევაზ გოცირიძე

387 გენადი კავთიაშვილი

388 გელა ფირცხალავა

389 დავით მხეიძე

390 ლაშა გაბრიჭიძე

391 გიორგი ფერაძე

392 ხვიჩა გეგელია

393 მიხეილ კვარაცხელია

394 გოგლა ღვინიაშვილი

395 დიმიტრი ჭურღულია

396 ზვიად კობერიძე

397 ნიკა მხეიძე

398 გიორგი ტრაპაიძე

399 ალექსანდრე მამალაძე

400 ბობა კვინიხიძე

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები