ზლატანი მილანს ოთხ მნიშვნელოვან მატჩში დააკლდება

02 მარტი 2021

''მილანის'' შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია. მას მარცხენა ბარძაყის დაზიანება აქვს და 10 მინიმუმ დღით იუქმებს. ''იბრა''  ''რომასთან'' მატჩის მეორე ტაიმში დაშავდა და მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია.

ზლატანს ამ შუალედში გასაამრთი ოთხი მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ხვალინდელი შეხვედრა ''უდინეზესთან'', 7 მარტს გასამართი მატჩი ''ჰელას ვერონასთან'', 11 მარტს ჩანიშნული ევროპა ლიგის მერვედფინალი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' და 14 მარტის შეხვედრა ''ნაპოლისთან''.

აღსანიშნავია, რომ ტრავმირებული თურქი ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ სტეფანო პიოლის განკარგულებაში ''ვერონასთან'' გასამართ მატჩამდე იქნება. მან ტრავმა თითქმის მოიშუშა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები