ატლანტამ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

02 მარტი 2021

''ატლანტა ჰოუქსმა'' გუნდის მწვრთნელი, ლოიდ პირსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდის პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა ტრევის შლენკმა გამოაცხადა.

''ჩვენ ვგეგმავდით, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს სწრაფი პროგრესი ჰქონოდა. სამწუხაროდ, ბოლო დროს ასე აღარ გამოვიდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაციისა და ლოიდ პირსის გზები გაიყოს. ჩვენ მადლობას ვუხდით მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება'' - განაცხადა შლენკმა.

ლოიდ პირსი ჯორჯიელებს 2018 წლის შემდეგ წვრთნიდა. მან ამ პოსტზე მაიკ ბუდენჰოლცერი შეცვალა. 46 წლის თავკაცთან ერთად, ''ჰოუქსმა'' მიმდინარე სეზონში 14 მატჩი მოიგო და 20 დათმო. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად პირსის ახლადდანიშნული ასისტენტი, ნეიტ მაკმილანი იმუშავებს, რომელსაც ზურგს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება უმაგრებს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები