გვარდიოლა - გარსია ბარსელონაში ითამაშებს

01 მარტი 2021

''მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ  გუნდის ცენრალურ მცველზე - ერიკ გარსიაზე ისაუბრა.

''ერიკ გარსია ჩემთვის შვილივით არის. ის ლოქდაუნის შემდეგ ჩვენი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. ერიკი ნამდვილად არ არის საშუალო დონის მოთამაშე. ის გამორჩეული ფეხბურთელია და ''ბარსელონაში'' ითამაშებს. მე ის ბოლო ორი მატჩის შემადგენლობაში ვერ შევიყვანე და ამან გული მატკინა. ვერავინ წარმოიდგენს, თუ რა რთული პროცესია ეს მწვრთნელებისთვის'' - განაცხადა გვარდიოლამ.

ერიკ გარსიას ''ქალაქელებთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. უდიდესი ალბათობით ის ''ბარსელონას'' შეუერთდება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები