დიჟონთან მატჩში კილიან მბაპემ ლიდერის თვისებები გამოავლინა

01 მარტი 2021

გასულ შაბათს "პარი სენ-ჟერმენმა" "დიჟონი" 4-0 დაამარცხა და ლიგა 1-ის ლიდერ "ლილთან" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.

აღნიშნულ შეხვედრაში კილიან მბაპე თავის გუნდს დუბლით დაეხმარა და, ამასთანავე, ლიდერული თვისებების დემონსტრირებაც შემოგვთავაზა.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებამდე, გვირაბში, კარგად ჩანს, თუ როგორ ესაუბრება პსჟ-ს 7-იანი თანაგუნდელ მარიკინიოსს. მოგვიანებით, 22 წლის ფეხბურთელის სიტყვები გაშიფრეს, სადაც ფრანგი ბრაზილიელს ეუბნება:

"მარკი, უთხარი ყველას, რომ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ! თუ 5 ან 6 გოლს გავიტანთ... ეს სხვებისთვის ნათელი მესიჯი იქნება.

მოდით, 6-7 გოლი გავიტანოთ".

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ამჟამად 57 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, კრისტოფ გალტიეს შეგირდების აქტივში კი 59 ქულაა.

რაც შეეხება მბაპეს, იგი 18 გოლით საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და მეორე პოზიციაზე მყოფ მემფის დეპაის დამაჯერებლად, 4 ბურთით უსწრებს. ასევე, კილიანის ანგარიშზე 6 ასისტია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები