დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს ამერიკაში იწვევს

01 მარტი 2021

დევიდ ბექჰემი, რომელიც "ინტერ მაიამის" მფლობელია, ამერიკულ კლუბში მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავების დამატების სურვილს გამოთქვამს. 

"ვიცი, რომ მაიამიში ჩვენს გულშემატკივრებს დიდი ფეხბურთელების ხილვა სურთ. მესისა და რონალდუზე საუბარი ხშირად არის, ისინი 15 წელია, გამორჩეულები არიან, ჩვენ კი სწორედ საუკეთესოების მიზიდვა გვინდა.

უკვე გვყავს გლამურული ფეხბურთელები, მაგალითად იგუაინი და მატუიდი, მაგრამ ჩვენი მიზანია, მომავალში კიდევ უფრო დიდი ტრანსფერების განხორციელება შევძლოთ".

ბექჰემმა "ინტერ მიამი" 2018 წელს, პარტნიორებთან ერთად დააარსა. კლუბს MLS-ში დებიუტი გასულ წელს  ჰქონდა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები