რას ამბობდა ლეო მესი ბართომეუს სკანდალთან დაკავშირებით 2019 წელს

01 მარტი 2021

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ დააპატიმრეს. 

სავარაუდოდ, დაკავება კლუბის ბიუჯეტის გაფლანგვასა და სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების სკანდალთან არის დაკავშირებული.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, წარსულიდან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის, ესპანურ მედიაში ლიონელ მესის ინტერვიუს იხსენებენ, რომელიც არგენტინელმა  2019 წელს ჩაწერა:

"ჟოზეპ მარია ბართომეუს თაღლითობა? მეუცნაურება ხოლმე, როდესაც მსგავს რამეს ვიგებ. ამბობენ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვთ.

ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ, რა მოხდება".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები