ბარსას ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს

01 მარტი 2021

 “ბარსელონაში” დიდი სკანდალია. სულ ცოტა ხნის წინ, კატალონიურ კლუბში და ავტონომიური რეგიონის პოლიცია შევიდა და ოფისის ჩხრეკა დაიწყო.

ჩხრეკის პარალელურად, სამართალდამცავებმა კლუბის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის “ბლაუგრანას” ბოლო პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს დაპატიმრება გადაწყვიტეს.

ბართოემუსთან ერთად უკვე დააკავეს ოსკარ გრაუ, რომელიც კლუბის გენერალური მენეჯერი იყო და რომან გომეს ფონტი, ვინც იურიდიულ მომსახურებაზე იყო პასუხისმგებელი.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები