კარი - გუნდებს ჩვენი დიდი სხვაობით დამარცხება სურთ

01 მარტი 2021

''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' გამთამაშებელმა - სტეფ კარიმ. ''ლოს ანჯელეს ლეიკერსთან'' გამანადგურებელი სხვაობით მარცხის შემდეგ ისაუბრა.

''ამაზე დრეიმონდი საუბრობდა. მათ ახსოვთ თუ რა შეეძლო გოლდენ სტეიტს ბოლო წლების განმავლობაში და ყველას სურს ჩვენი დიდი სხვაობით დამარცხება. მიზეზი მარტივია, 5-6 წლის განმავლობაში მაინც, ყველას ემახსოვრება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ვფიქრობთ, რომ არასდროს დაივიწყებენ იმ წაგებებს, რომლებიც მათ ჩვენ ვაგემეთ, ეს ძალიან კარგია, რადგანაც იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც დიდი ხანია ვგეგმავთ რომ ვიყოთ'' - განაცხადა კარიმ.

''ლეიკერსმა'' ''უორიორსი'' 117:91 დაამარცხა. სტივ კერის გუნდი ამ დროისათვის დასავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციას იკავებს. ''მეომრების'' ანგარიშზე 19 მოგება და 15 მარცხია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები