ბადი ჰილდმა სტეფ კარის რეკორდი გააუმჯობესა.

01 მარტი 2021

''საკრამენტო კინგსის'' მსროლელმა - ბადი ჰილდმა NBA-ს რეკორდი დაამყარა. მას 1 000 სამქულიანის ჩასაგდებად ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის ტვიტერ გვერდი ავრცელებს.

28 წლის უკანახაზელს აღნიშნული შედეგის მისაღწევად ზუსტად 350 შეხვედრა დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ჰილდმა ''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' გამთამაშებლის - სტეფ კარის რეკორდი გააუმჯობესა. სტეფს 1 000 სამქულიანის რეალიზებისათვის 369 მატჩი დასჭირდა.

ბადი ჰილდი NBA-ს კარიერაში სამქულიანებს 36.9%-იანი სიზუსტით ისვრის.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები