ესპანური ლიგა ენდესას 24-ე ტურის მატჩში, გიორგი შერმადინის''ტენერიფე'' სტუმრად ''ობრადოიროს'' დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით, 97:71 მოიგო.
ქართველმა ცენტრმა მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მან პარკეტზე არასრული 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 19 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.შერმადინის ანგარიშზე საჯარიმოების 100%-იანი (7-7) და თამაშიდან ჩაგდებული ბურთების 60%-იანი (10-6) მაჩვენებელი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ გუნდმა სრული უპირატესობის მოპოვება მეორე ტაიმში მოახერხა და ''ტენერიფე'' ტაიმის მიწურულს 1 ქულით მარცხდებოდა. გუნდი 24 ტურის შემდეგ ლიგა ენდესას მესამეადგილოსანია და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ''რეალსა'' და ''ბარსელონას'' ჩამორჩება. ''ტენერიფეს'' მომდევნო მეტოქე თად მაკფადენის ''სან პაბლო ბურგოსი'' იქნება.