დონჩიჩი - ლარი ბერდთან ჩემი შედარება არ შეიძლება

28 თებერვალი 2021

''დალას მავერიქსის'' ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა, ''ბრუკლინ ნეთსის'' წინააღმდეგ მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მას ხშირად ადარებენ ლეგენდარულ ლარი ბერდს, სლოვენიელი ამ საკითხს შეეხო:

''ჩემსა და ლარი ბერდს შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი და მისი შედარება არ შეიძლება. ბერდმა კარიერის მანძილზე ბევრს მიაღწია. მე კი წინ ბევრი მატჩი მელის და უნდა დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. მე უბრალოდ მსურს, გავაგრძელო თამაში და მივიღო სიამოვნება'' - განაცხადა დონჩიჩმა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები