2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი სუპერმატჩით გაიხსნება

26 თებერვალი 2021

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის თამაშების განრიგი (კალენდარი) ცნობილია. მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრების თამაში გახსნის, რომელიც ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 2023 წლის 8 სექტემბერს, სტადიო “სტად ფრანსზე” შედგება.

ასევე, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, რაც ნამდვილად დიდი ვარაუდით მოხდება, “ბორჯღალოსნების” განრიგი შემდეგი იქნება:

9 სექტემბერი: ავსტრალია – საქართველო

23 სექტემბერი: საქართველო – კვალიფიკაციის გამარჯვებული

30 სექტემბერი: ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი: უელსი – საქართველო

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები