Seton Hall-ის ქართველი ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი Karl Malone Award-ის ფინალისტია. აღნიშნულის შესახებ კალათბურთის დიდების დარბაზის ოფიციალური ტვიტერ გვერდი იტყობინება.
აღნიშნული ჯილდო ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მძიმე ფორვარდის, კარლ მელოუნის სახელობისაა და ყოველწლიურად გადაეცემა კოლეჯების ლიგაში მოთამაშე წლის საუკეთესო ოთხ ნომერს.
მამუკელაშვილის გარდა ნომინირებულნი არიან: ტრეისი ჯექსონ-დეივისი (ინდიანა), დრიუ ტიმი (გონზაგა), ჯერემაი რობინსონ-ერლი (ვილანოვა) ჯასტინ შამპეინი (პიტსბურგი).
აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილი თავისი გუნდისა და კონფერენციის გამორჩეული მოთამაშეა. მისი საშუალო მონაგარია: 17.8 ქულა, 7.1 მოხსნა და 3.1 შედეგიანი გადაცემა.