ფრანგი მძიმეწონოსანი - ტედი რინერი, მარტის ბოლოს ჩანიშნულ თბილისის გრანდ სლემზე დარეგისტრირდა.
ტურნირი 27-29 მარტს გაიმართება და გრანდ სლემის სტატუსი წელს პირველად ექნება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტედი რინერი სამჯერ იყო გასული წლების თბილისის გრან-პრიზე რეგისტრირებული, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში ფრანგმა მძიმეწონოსანმა რეგისტრაცია გააუქმა.
ამ მომენტისათვის ძიუდოს მსოფლიო ტურის ეგიდით გასამართ წლის მე-4 ტურნირზე 43 ქვეყნის 197 სპორტსმენია რეგისტრირებული. თუ რა შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ნაკრები, ეს ინფორმაცია ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი