მეჯიქ ჯონსონი - ეს სამი გუნდი წლის იმედგაცრუებად შეიძლება ჩავთვალოთ

24 თებერვალი 2021

''ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ლეგენდარულმა ფლეიმეიქერმა - მეჯიქ ჯონსონმა, საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაასახელა სამი გუნდი, რომელთაც ამ სეზონის იმედგაცრუებად თვლის. ჯონსონის აზრით ეს გუნდები არიან: ''ბოსტონი'', ''მილუოკი'' და ''დალასი''.

''დიდი იმედგაცრუებაა ბოსტონი, დალასი და მილუოკი. ''სელტიქსს'' არ ჰყავს კარგი მაღლები, ''ბაქსის'' პრობლემა ნელი შეტევა და არაათლეტურობაა, ხოლო ''მავერიქსი'' დაცვაში ძალიან სუსტად გამოიყურება'' - წერს ჯონსონი.

''ბოსტონი'' 15 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. ''მილუოკი'' 19 მოგებითა და13 მარცხით აღმოსავლეთში მესამეა. რაც შეეხება ''დალასს'', ტეხასელებს 15 მოგება და 15 მარცხი აქვთ და დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებენ.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები