Transfermarkt-მა 19-წლამდე მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა. ახალი მონაცემების მიხედვით, კატალონიის "ბარსელონას" ტალანტი, ანსუ ფატი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია.
წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ზემოხსენებული პლატფორმის თანახმად, 80 მილიონი ევრო ღირს. ამ მაჩვენებლით საუკეთესო ათეულში "ბლაუგრანადან" კიდევ ერთი ფეხბურთელი - პედრი გონსალესი მოხვდა, რომელიც 50 მილიონი ევრო ღირს.
გთავაზობთ ხუთეულს:
1. ანსუ ფატი - 80 მილიონი
2. ედუარდო კამავინგა - 60 მილიონი
3. პედრი - 50 მილიონი
3. მეისონ გრინვუდი - 50 მილიონი
4. ფლორიან ვირტცი - 45 მილიონი
5. ბუკაიო საკა - 40 მილიონი