რონალდუმ 25 და მეტი გოლი ზედიზედ მე-14 სეზონში გაიტანა

23 თებერვალი 2021

ტურინის ''იუვენტუსის'' ფორვარდმა - კრიშტიანუ რონალდუმ, მორიგი სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა. ''კროტონეს'' წინააღმდეგ შესრულებული დუბლის შემდეგ, მიმდინარე წელს, ყველა ტურნირზე 25 გოლი დაუგროვდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მსგავსი შედეგის დაფიქსირება ზედიზედ მეთოთხმეტედ მოახერხა.

36 წლის კრიშტიანუს ეს მაჩვენებელი 2007-2008 წლების სეზონიდან აქვს. მისი თითოეული სეზონის სტატისტიკა ასეთია:

2007-08: 42  გოლი. 2008-09: 26 გოლი.  2009-10: 33 გოლი. 2010-11: 53 გოლი.  2011-12: 60 გოლი. 2012-13: 55 გოლი/  2013-14: 51 გოლი. 2014-15: 61 გოლი. 2015-16: 51 გოლი. 2016-17: 42 გოლი. 2017-18: 44  გოლი. 2018-19: 28 გოლი. 2019-20: 37 გოლი. 2020-21: 25 გოლი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები