პრევიუ - ლაციო ბაიერნს უმასპინძლებს

23 თებერვალი 2021

დღეს, 23 თებერვალს, 23:55-ზე დაიწყება უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება, რომელშიც რომის ''ლაციო'' ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს - მიუნხენის ''ბაიერნს'' უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Silk Sport HD1-ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

რომის ''ლაციო'' მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია. სიმონე ინძაგის გუნდმა ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა. ბოლო ათი შეხვედრიდან რომაელებმა 7 მოიგეს და 3 დათმეს. ამ შვიდი გამარჯვებიდან, ''ლაციოს'' ფეხბურთელებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. 

მიუნხენის ''ბაიერნი'' ამ წყვილის ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ მატჩში ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ერთი მარცხი იწვნიეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულეს. ტურნირის მოქმედ ჩემპიონებს მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 3.0 გოლი გააქვთ. აღსანიშნავია, რომ ''ბაიერნს'' სტუმრად გამართული ბოლო 7 საჩემპიონთალიგო შეხვედრიდან 6 მოგება და 1 მარცხი აქვს. 

''ბაიერნს'' მომდევნო შეხვედრაში სერიოზული დანაკლისი აქვს. გუნდს დუგლას კოშტა, სერჟ გნაბრი, ტომას მიულერი, ბენჟამინ პავარი, კორენტინ ტოლისო და მალიკ ტილმანი დააკლდება.

რაც შეეხება ''ლაციოს'', რომაელებს ლუის ფელიპე, სტეფან რადუ და ტომას სტრაკოშა ვერ დაეხმარებიან. 

Betlive.com-ი შეხვედრაზე ასეთ კოეფიციენტებს გვთავაზობს: ''ლაციოს'' გამარჯვება - 4,2 '  ფრე - 3.9 ; ''ბაიერნის'' გამარჯვება - 1.8 ;
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები