სუარესი - ბარსელონაში ფიქრობდნენ, რომ ბებერი ვარ და მაღალ დონეზე თამაში არ შემიძლია.

23 თებერვალი 2021

მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი, ლუის სუარესი France Football-თან ინტერვიუში იხსენებს პერიოდს, როდესაც "ბარსელონას" დატოვება მოუწია.

"ბლაუგრანაში" გატარებული ბევრი წლის შემდეგ, მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე ვიმყოფები და კვლავაც შემიძლია გამოსადეგი ვიყო, თუნდაც ესპანურ ელიტაში.

ლიონელ მესი ძალიან მენატრება.

"ბარსადან" წამოსვლა საბოლოო ჯამში, ჩემთვის კარგი გამოდგა. ყველაზე რთული ჩემი ოჯახის დარწმუნება იყო.

ყველაზე მეტად კლუბის თავკაცების კომენტარები მაღიზიანებდა - ისინი თვლიდნენ, რომ ბებერი ვარ და მაღალ დონეზე თამაში არ შემიძლია.

როდესაც კლუბს იცვლი და ისევ იმ ქვეყანაში რჩები, რა თქმა უნდა, ატმოსფერო დიდებული ვერ იქნება. 

კვლავ იგივე ჩემპიონატში დავრჩი, რის გამოც, დიდ სხვაობას ვერ ვგრძნობ. ესპანეთის ლიგაში მიღებული გამოცდილება დამეხმარა, რომ სეზონი შემართებით დამეწყო.

მართალია, რომ ბარსელონა გვენატრება, თუმცა უნდა ვაღიარო - იქ ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, სადაც ჩემი ყოფნა არ უნდოდათ.

"ბარსას" ახლა ბევრი ცვლილება სჭირდება. ყველაზე მეტად ჩემი წამოსვლის ფორმამ გამაბრაზა.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ კლუბისათვის გამოსადეგი პროფესიონალური ფორმა შემენარჩუნებინა. არ არის მარტივი, რომ "ბარსაში" 6 წლის განმავლობაში ერთ დონეზე ითამაშო.

ვფიქრობ, რომ როდესაც ჩემი გაშვების თაობაზე მესაუბრნენ, მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინათ. მითხრეს, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებდნენ - ასე რომ, გადავწყვიტე "ატლეტიკოში" გადავსულიყავი და მეჩვენებინა, რისი გაკეთება შემიძლია.

ანუ, "ატლეტიკოში" გადაბარგება კლუბის გადაწყვეტილება არ იყო - ეს თავად მინდოდა. "ბარსას" აღარ ვჭირდებოდი, მე კი უკვე იმ ასაკში ვარ, რომ გადავწყვიტე, სად უმჯობესი იქნებოდა წასვლა.

მათ სიტყვებს მივიღებდი, მოთხოვნილი სტანდარტები ყოველთვის რომ არ დამეკმაყოფილებინა. შესანიშნავი სტატისტიკა მქონდა - ყოველ სეზონში 20 გოლზე მეტს ვიტანდი.

ლეო მესის შემდეგ ყოველთვის საუკეთესო ვიყავი. დღეს ყველა ხედავს, რომ "ბარსელონაში" თამაში მარტივი არ არის. ახლა იქ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთაგანაც მეტს მოელოდნენ.

ანტუან გრიზმანი? რთულია, კატალონიაში გადაბარგდე და ფორმა შეინარჩუნო. ფრანგმა იცის, სადაც თამაშობს და იმასაც იაზრებს, რამხელა ზეგავლენა აქვს კლუბის თამაშზე. ბოლო პერიოდია, ის აჩვენებს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ მწვრთნელი და გუნდელები ენდობიან.

ჩემი და ლეოს ურთიერთობის შესახებ მსოფლიომ იცის. ჩვენი ყოველდღიური საუბრები ძალიან მენატრება. ყველაფერზე ვსაუბრობდით - ძირითადად, ცხოვრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ელ პისტოლეროს" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგების დატოვება გასულ ზაფხულს მოუხდა. როგორც ესპანური მედია იუწყებოდა, ურუგვაელი ახალი თავკაცის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედიოდა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები