წიტაიშვილის პირველი კომენტარი საქართველოს ნაკრებში თამაშზე

23 თებერვალი 2021

როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინული მედიის თანახმად, ისრაელში დაბადებული 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც უკრაინის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, მალე ქართულ პასპორტს აიღებს.

აღნიშნულ საკითხზე გიორგიმ პირველი კომენტარი გააკეთა: “ჯერჯერობით არ შემიძლია და არ მაქვს უფლება ვილაპარაკო ამ თემაზე. როდესაც მეტი კონკრეტიკა იქნება, ყველაფერი გასაგები გახდება.

ამჟამად ფეხბურთზე ფოკუსირებული “ვორსკლაში” ვარ. გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ კარგად მიმიღეს ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა. ახლა მინდა, რომ სტაბილურობას მივაღწიო და მქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. მინდა თავი დავამტკიცო, რათა “დინამო კიევში” დავბრუნდე.”

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ წიტაიშვილი “დინამო კიევის” საკუთრებაა. 20 წლის მარჯვენა ვინგერი ახლა პოლტავას “ვორსკლაშია” განათხოვრებული.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები