ლუკაკუს გზავნილი ზლატანს - მე საუკეთესო ვარ

22 თებერვალი 2021

მილანის ''ინტერის'' ფორვარდმა - რომელუ ლუკაკუმ, ''დერბი დელა მადონინაში'' გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა. მან ხმამაღლა დაიძახა სიტყვები: ''მე საუკეთესო ვარ''.

ეს გზავნილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა, რადგანაც ბოლო პერიოდში ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბოლო შეხვედრებში რომელუ ლუკაკუმ საკვანძო გამარჯვებებში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით, ''ნერაძური'' სერია ა-ში 4 ქულით გალიდერდა.

ბელგიელი ფორვარდი ამ დროისათვის ტურნირის მთავარი ბომბარდირია. რომელუ ლუკაკუს ამ წუთისათვის 17 გოლი აქვს და კრიშტიანუ რონალდუს ერთი გატანილი გოლით უსწრებს. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, შვედის ანგარიშზე 14 გოლია.
 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები