ერლინგ ჰოლანდი 90-მილიონიან ხელფასს ითხოვს

22 თებერვალი 2021

"დორტმუნდის" შემტევი, ერლიგ ჰოლანდი, ბოლო პერიოდია, ერვოპული გრანდების ყურადღებას იქცევს. მისით "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი " ინტერესდებიან.

Marca-ს ინფორმაციით, ნორვეგიელი ფეხბურთელი მისი მსურველების წინადადებას განიხილავს, თუ 5-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 18-მილიონიან ხელფასს შესთავაზებენ.

წყარო იუწყება, რომ ეს ცნობები ერლინგის აგენტმა, მინო რაიოლამ დაინტერესებული კლუბების ყურამდე უკვე მიიტანა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვარსკვლავის კონტრაქტში არსებული პუნტქი, რომელიც მას 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ წასვლის შესაძლებლობას აძლევს, 2022 წლის ზაფხულში აქტიურდება.

"ბორუსიაში" გატარებული პერიოდის განმავლობაში, ჰოლანდმა 43 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები