საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

22 თებერვალი 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე 8 მედალი მოიპოვა. ამ მედლებიდან 7 მამაკაცთა გუნდის ანგარიშზეა. მათი მონაგარი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია. ქალთა ფლანგზე ეთერ ლიპარტელიანმა იყოჩაღა და ისტორიული მედალი მოიპოვა.

საბოლოოდ, ქართველებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებს ჩამორჩნენ. მამაკაცთა შორის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენი ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ადგილზე გასულ ესპანეთის ნაკრებს დიდი უპირატესობით აჯობა.

No description available.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები