ვილი სანიოლი - ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში უნდა ეამაყებოდეთ

22 თებერვალი 2021

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუს ამონარიდებს აქვეყნებს.

“ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი. 

ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურს.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. 

ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. თუკი 99%-ით დაიხარჯები, ეს არ იქნება საკმარისი, 100 პროცენტს კი როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს”, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

 
ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუ

🎥 🇬🇪 ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. 🎤 სრული ინტერვიუ 19:00 საათზე

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on Sunday, February 21, 2021

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები