ბენ-იედერი - ვიცოდით, რომ პსჟ-ს პრობლემები ექნებოდა

22 თებერვალი 2021

''მონაკოს'' ფრანგმა ფორვარდმა - ვისამ ბენ-იედერმა, ''პარი სენ-ჟერმენის'' წინააღმდეგ მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

''ჩვენ ფიზიკურად კარგად მომზადებულები ვიყავით. ვიცოდით, რომ ''ბარსელონასთან'' მატჩის შემდეგ ''პსჟ-ს'' პრობლემები ექნებოდა ფიზიკურ გამძლეობასთან დაკავშირებით. ჩვენ უშეცდომოდ ვიასპარეზეთ'' - განაცხადა ბენ-იედერმა.

''მონაკომ'' მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გუნდი 52 ქულით ლიგა 1-ის მეოთხე ადგილზე იმყოფება და მესამე ადგილზე მყოფ ''პარი სენ-ჟერმენს'' მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები