ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

12 თებერვალი 2021

ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. 2010 წლის 12 თებერვალს, ქართველი მოციგავე - ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.

ქუმარიტაშვილი საცდელი დაშვებისას, 143 კმ/სთ-ის სიჩქარით მიმავალი ციგით, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და რკინის კონსტრუქციას დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. 

ნოდარ ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუჩა რომელზეც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელობის გახდა. ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაიღუპა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები